28 სექტემბერი 2021,   18:05
ვრცლად
"თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება" - ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე facebook-ში ეხმაურება. ნიკა მელია წერს, რომ თბილისი საშიში ქალაქი ხდება და "ქართული ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

"დღითიდღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ - სიცოცხლისთვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.

თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.

ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს.

მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო! კრიმინალებთან შეხმატკბილებული "ქართული ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. ასეც იქნება,"- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები