28 სექტემბერი 2021,   16:43
ვრცლად
თურქეთში მასშტაბური ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა - თურქეთის მთავრობას ცეცხლის განზრახ გაჩენის ეჭვი აქვს

უკვე მეოთხე დღეა თურქეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. დაღუპულია 6 ადამიანი. დაშავდა 275 მოქალაქე. სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მაშველები ხანძრის 98 კერას სპეციალური ტექნიკით და საჰაერო სისტემებით ებრძვიან. თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები უკრაინამ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა გაგზავნეს. მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოც.

საკურორტო სეზონს პრობლემები აქვს. ტურისტების ნაწილი ანტალიიდან, სიდედან, ბოდრუმიდან და მარმარისიდან გამოჰყავთ.

სტიქიის ზონაში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ხანძრის გაჩენის მიზეზის გამოძიება დაწყებულია. თურქეთის მთავრობას ცეცხლის განზრახ გაჩენის ეჭვს ის ფაქტი უჩენს, რომ ხანძრის 4 კერა სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაჩნდა. სტამბოლის გუბერნატორმა კი ახალი კერების გაჩენის პრევენციის მიზნით ტყეში შესვლა 31 აგვისტომდე აკრძალა.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები