28 სექტემბერი 2021,   17:48
ვრცლად
ბავშვს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა სატვირთო დაეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა უნივერსიტეტის ქუჩაზე. სატვირთო ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულ არასრულწოვანს სასწრაფოს მისვლამდე პირველად დახმარება ადგილზე თვითმხილველებმა აღმოუჩინეს.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბავშვს სამედიცინო დახმარება ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში უტარდება. უცნობია, დააკავეს თუ არა სატვირთოს მძღოლი.

დღის ამბები