28 სექტემბერი 2021,   18:15
ვრცლად
დაკარგული ავსტრალიელი ქალის მეგობარი დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს

გაუჩინარებულ ავსტრალიელ პედაგოგის სამძებრო ოპერაცია უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესში 100-მეტი მეხანძრე-მაშველი და პოლიციელია ჩართული. მას რიგითი მოქალაქეები და მისი მეგობრებიც ეძებენ.

პოლიციის განყოფილებაში ის პირი დაიბარეს, რომლისგანაც ცნობილი გახდა ინფორმაცია 31 წლის ქალის დაკარგვის შესახებ. ის აცხადებს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. 

მომხდარზე საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

უკანასკნელი მონაცემებით, შანაე ბრუკი კონტაქტზე პარასკევს, თავის მეგობართან გავიდა. მას შემდეგ მას მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.

დღის ამბები