27 ოქტომბერი 2021,   17:55
ვრცლად
დავუჯეროთ მეცნიერებას და არა ფეისბუქით გავრცელებულ ჭორ-მართალს - პრემიერი ანტივაქსერულ კამპანიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

მან ყურადღება გაამახვილა ანტივაქსერულ დეზინფორმაციაზე, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება და მოუწოდა მოსახლეობას, დაეყრდნონ მეცნიერებს ად მეცნიერებას. 

"ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინების თაობაზე. მინდა ვთხოვო ყველას - ჩვენ დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებს და არა ფეისბუქის მეშვეობით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები