29 სექტემბერი 2021,   00:43
ვრცლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისია დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო დასკვნას დადებს. სესიამდე შემაჯამებელ სხდომას თავად საგამოძიებო კომისია გამართავს და შესაბამის დოკუმენტს ბიუროს წარუდგენს.

მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად, რიგგარეშე სხდომაზე დასწრებასა და საკითხის განხილვას არ აპირებს ოპოზიციის ნაწილი. მათი განცხადებით, კომისიას მათ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადეს და ახლა სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნება" კი დისკუსიაში ჩართვაზე უარს პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობად აფასებს.

დღის ამბები