21 სექტემბერი 2021,   18:32
ვრცლად
ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთის და გლდანის ნაწილს წყალი შეუწყდება

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება უკვე შეწყდა, ნაწილს კი უახლოეს საათებში შეუწყდება - მიზეზად GWP დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ასახელებს.

ინფორმაცია სხვადასხვა შეზღუდვის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.

"ჩუღურეთის რაიონში, სამტრედიის ქუჩა 48-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/07 20:45-დან 26/07 09:00-მდე წყალმომარაგებე შეუწყდება: აგლაძის N 34,36,38, კოსმონავტების, სამტრედიის, დგებუაძის, მირცხულავას N 10,12,14,16, წყალტუბოს N 1,2,3,4, ცაბაძის N 1,2,3,4 ნომრებს.

ვაკის რაიონში, 540 ნიშნულზე, სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/07 -ის 20:00 სთ-დან 26/07-ის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგებე შეწყდება: ლისის დასახლებას, ერისთავის, დგებუაძის და გვარამაძის ქუჩებს.

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა ქ. N1 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/07 19:45-დან 26/07 04:00-მდე წყალმომარაგებე შეუწყდება:
გმირ კურსანტთა ქუჩას.

საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქ. მე-2 შეს. N3 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/07 19:00-დან 26/07 03:00-მდე წყალმომარაგებე შეუწყდება:
მერაბ ალექსიძის ქ. მე-2 და მე-3 შესახვევებს.

გლდანის რაიონში, სოფ. გიორგიწმინდა, ყაზბეგის ქ N19 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:00-დან 23:00-მდე წყალმომარაგებე შეუწყდება:
სოფ. გიორგიწმინდაში : ყაზბეგს, ვაჟა-ფშაველას და კანდელაკის ქუჩებს," - ნათქვამია Georgian Water and Power-ის განცხადებაში.

დღის ამბები