28 სექტემბერი 2021,   18:02
ვრცლად
მეტროში საბურთალოს ხაზი გაჩერებულია

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე ნახევარ საათზე მეტია შეფერხებაა. მოძრაობა  ტექნიკური ხარვეზების გამოა გაჩერებული, რის გამოც ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი.

როგორც ადგილზე "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, პრობლემა უკვე მოგვარებულია და მეტროპოლიტენი სრული დატვირთვით მუშაობას რამდენიმე წუთში აღადგენს. 

დღის ამბები