28 სექტემბერი 2021,   17:50
ვრცლად
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უთხრეს, რომ პიკნიკზე მივდივართ შარტავას ქუჩაზე, გაჰყვა ამ ხალხს" - მამაკაცის წამებაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი

28 წლის მამაკაცი თბილისში აწამეს, გაძარცვეს და ფიზიკურად იძალადეს - პოლიციამ საქმეზე 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ჯგუფურად განხორციელებულ ძარცვას, ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავებიან.

როგორც დაკავებულების ადვოკატები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, არცერთი დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

"ლეთოდიანის მიმართ დაირღვა დაკავების უფლება, ასევე, გამოკითხვის პერიოდში იზოლატორში მისი უფლებები და ეს ყველაფერი ჩემი შეტყობინების საფუძველზე ვაკის რაიონის პროკურატურამ აღკვეთა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უთხრეს, რომ პიკნიკზე მივდივართ შარტავას ქუჩაზე, შემდეგ სადღაც ქალაქგარეთ და გაჰყვა ამ ხალხს. ეს არის რეალური. შეთხზა და დააპატიმრა უკანონოდ მოსამართლემ," - განაცხადა ერთ-ერთი ადვოკატმა გულნარა ანდღულაძემ.

დღის ამბები