21 სექტემბერი 2021,   17:45
ვრცლად
"კურიერმა" იმ პირის ვინაობა გაარკვია, რომელმაც თბილისის ქუჩებში ბანერები - "არა ნაცებს! არა ბოროტებას" გააკრა

"კურიერმა" გაარკვია, ვინ გააკრა ბანერები თბილისის ქუჩებში, სადაც გამოსახულია პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მედია მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

"არა ნაცებს! არა ბოროტებას" - ამ სათაურის პლაკატები for.ge-ს რედაქტორისა და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებლის გიორგი იაკობაშვილის ინიციატივით მისი მოძრაობის წევრებმა გააკრეს.

"იმ მიზნით გაიკრა, რა მიზნითაც არსებობს მედია, ხალხის ინფორმირება. უნდა დავასრულოთ ის დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომლის ინსპირატორი მუდმივად არიან "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ამ შემთხვევაში. 

მინდა შევახსენო "ქართულ ოცნებას", რომ სანამ არ გასამართლდებიან ეს მკვლელები, რომლებიც წლების განმავლობაში ატერორებდნენ მოსახლეობას და ატერორებენ ახლაც, როცა არიან ოპოზიციაში, სანამ ისინი არ დასრულდებიან, ამ ქვეყანას მშვიდობა არ ეღირსება. საქართველოში მოძალადეებისა და მკვლელების პარპაში უნდა დასრულდეს," - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ორი დღეა, დედაქალაქის ქუჩებში ახალი პლაკატები გამოჩნდა. ბანერების გაკვრა გვიან ღამით ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისის მერიამ ამ თემაზე განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე. განცხადების მიხედვით, სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

დღის ამბები