18 სექტემბერი 2021,   19:52
ვრცლად
მაღალმთიან აჭარაში მასწავლებლების ვაქცინაცია დაიწყო

მაღალმთიან აჭარაში პედაგოგთა ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან აჭარაში სესიები გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ქედის შუახევისა და ხულოს პედაგოგებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს,შეხვედრას ცნობილი ქართველი ექიმები და ეპიდემიოლოგები უძღვებოდნენ.

იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში, დღესვე მაღალმთიან აჭარაში 200-მდე პედაგოგი აიცრა.

დღის ამბები