28 სექტემბერი 2021,   16:59
ვრცლად
რუსეთი, საქართველოს თავდაცვა, NATO და ევროკავშირი - რაზე ისაუბრა ამერიკელმა გენერალმა "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში

"მე მჯერა, რომ საქართველო NATO-ს წევრი უკვე უნდა იყოს" - ეს კომენტარი ბენ ჰოჯესმა "კურიერთანექსკლურზიურ ინტერვიუში გააკეთა. 

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა "კურიერთან" პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, ანაკლიის პორტზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და კრემლზე ვრცლად ისაუბრა.

ბენ ჰოჯესმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული სამხედრო მისიის წვლილზე ავღანეთში და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის ჯარით უნდა ამაყობდეს. 

ამერიკელმა გენერალმა "კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავდაცვას და პოლიტიკური ლიდერების მთავარი მიზანი, ყველა შესაძლო გზით, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება უნდა გახდეს.

დღის ამბები