28 სექტემბერი 2021,   18:30
ვრცლად
რეგიონები Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესისთვის ემზადებიან

რეგიონები Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესისთვის ემზადებიან. საქართველოს მასშტაბით არაერთი კლინიკა უკვე მზად არის ვაქცინაციის მსურველებს შეფერხების გარეშე მიაწოდონ ახლად ჩამოსული Pfizer-ის დოზები.

თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჩხუთაშვილის ინფორმაციით, თელავში ამ ეტაპზე 2 ამცრელი პუნქტია - რეფერალური საავადმყოფო და ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა. მისივე ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ორი პუნქტის დამატება - რომელიმე სოფელში და რაიონული პოლიკლინიკის სახით. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გორის ოფისის უფროსის, ეკატერინე ქორჩაშვილის განცხადებით, გორის რაიონში ორი კლინიკაა ჩართული Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში - გორის გორმედი და გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დღის ამბები