27 ოქტომბერი 2021,   04:57
ვრცლად
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკრძალავს - მიზეზი კორონავირუსის ფონზე ქვეყნის "წითელი ზონის" სტატუსია
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საელჩო ავრეცელებს.
 
"30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი ქვეყნების" სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
 
აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დღის ამბები