27 ოქტომბერი 2021,   05:41
ვრცლად
ცვლილებები ბიუჯეტში - ოპოზიცია პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს

ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ. მანამდე დეპუტატები პროექტს დეტალურად განიხილავენ.

მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დაუბრუნა. მასში გათვალისწინებულია პარლამენტის ძირითადი შენიშვნა - შემოსავლების დამატებითი მობილიზების შემთხვევაში თანხა დეფიციტის შესამცირებლად წავიდეს. მთავარ გამოწვევად რჩება კოვიდი და მისი დამარცხება. 

ოპოზიცია პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ცვლილებები მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, გირჩი ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, რადგან ბიუჯეტის მიღებაც და შედეგებიც სრულად უნდა იყოს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა

დღის ამბები