05 აგვისტო 2021,   21:36
ვრცლად
დილის 4 საათზე რატომ უნდა ტარდებოდეს სხდომა, თუ არ ცდილობ დეპუტატები მოიშორო პარლამენტიდან - ბაია პატარაია კვოტირების ცვლილებაზე

ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქალთა კვოტირების წესი იცვლება. როგორც კავშირ "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ "დღის კურიერში" განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი ცვლილება კომიტეტზე პირველი მოსმენით მალულად გაიტანა:

"მოგვიახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, შეიცვალა სისტემა, პროპორციულის წილი გაიზარდა და ნახეს, რომ არსებული კვოტების კანონმდებლობით უკვე 33-34% გამოდიოდა ქალების წარმომადგენლობა, ეს ებევრა "ქართულ ოცნებას" და გადაწყვიტა, რომ შეემცირებინა, ოღონდ ეს შემცირება გააკეთა აბსოლუტურად მოულოდნელად, სხვებთან შეუთანხმებლად.

ჩვენ, როგორც ჯგუფი, რომელიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე ვმუშაობთ, როგორც კი დაიწყო საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა, ვუკავშირდებოდით პარტიებს, განსაკუთრებით მმართველ პარტიას და ვეკითხებოდით, ხომ არ აპირებენ რაიმე ცვლილებას კვოტებთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ არა, ისინი მზად არიან შეინარჩუნონ ბოლომდე და ხელი არ მოკიდონ კვოტებს და ეს ინფორმაცია გვქონდა.

დღენახევრის წინ, სრულიად სიურპრიზად, დილის 4 საათზე, როდესაც პრაქტიკულად აღარავინ ესწრებოდა... ჯერ ერთი დილის 4 საათზე რატომ უნდა ტარდებოდეს რამე სხდომა პარლამენტში, თუ არ ცდილობ, რომ რაღაცები ჩქარ-ჩქარა გაიტანო და დეპუტატები მოიშორო პარლამენტიდან, 3 ნახევარზე ქალ დეპუტატებს დატოვებული ჰქონდათ შენობა.  უცბად პირდაპირ მეორე მოსმენაზე გამოაჩინეს, პირველ მოსმენაზე სადაც პრინციპებზე და იდეების ცვლილებაზე არის საუბარი, იქ არც განხილულა და სიურპრიზად შემოაგდეს ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც," - განაცხადა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები