05 აგვისტო 2021,   21:19
ვრცლად
სროლა შავ ზღვაში - რუსეთმა ბრიტანულ ფლოტს ცეცხლი გაუხსნა

რუსეთმა შავი ზღვის წყლებში ბრიტანული ფლოტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

საბრძოლო თვითმფრინავმა Su-24-მა, ბრიტანულ ფლოტთან ახლოს, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ტერიტორიაზე იყო შესული, ოთხი ბომბი ჩამოაგდო. ეს გამაფრთხილებელი გასროლები იყო. პირველ რიგში, როდესაც ბრიტანული საბრძოლო გემები რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მათთან დაკავშირება რადიოსაშუალებით სცადეს, მაგრამ კონტაქტზე არ გასულან. სწორედ ამის შემდეგ განახორციელეს გამაფრთხილებელი გასროლები.

ინგლისის განცხადებით, ისინი არ მოიაზრებენ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, რადგან ფედერაციამ მისი ანექსია 2014 წელს მოახდინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები