05 აგვისტო 2021,   22:02
ვრცლად
პოლიტიკოსები აკეთებენ სასამართლოზე უპასუხისმგებლო განცხადებებს და მერე მედიასაშუალებები ამის ტირაჟირებას აკეთებენ უაპელაციოდ - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება და საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.

"შევიდა კანონში ცვლილებები მიშელის შეთანხმების თანახმად და მხოლოდ მერე გაგრძელდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. თქვენ(ოპოზიციამ) ხელი მოაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვალდებული ხართ, რომ პროცესში მიიღოთ მონაწილეობა. 

პოლიტიკოსები აკეთებენ სასამართლოზე უპასუხისმგებლო განცხადებებს და მერე მედიასაშუალებები ამის ტირაჟირებას აკეთებენ უაპელაციოდ.

მიშელის შეთანხმებაში რაც იყო მოცემული, რომ დროებით შეჩერებულიყო პროცესი, ჩვენ ეს შევასრულეთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ისინი პარლამენტიდან გავლენ.

ამასთან, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

დღის ამბები