05 აგვისტო 2021,   21:03
ვრცლად
32 000 ექიმიდან სრულად აცრილია მხოლოდ 3447 - ვაქცინაციის სტატისტიკა საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 6246, ხოლო ორმაგი დოზით 3447 ექიმი. ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმომადგენლებიდან ერთი დოზით აცრილია 3220, ორი დოზით - 2246. ექთნებიდან კი აცრილია 1133 ერთი დოზით და 498 ორი დოზით.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიდან ერთი დოზით აცრილია 3170 ადამიანი, სრული დოზით - 1619, თავდაცვის სამინისტროში ერთი დოზა მიღებული აქვს 1373, ორი დოზა - 500-ს. პენიტენციურ სისტემაში ერთი დოზა -1093 , ორი დოზა - 644-ს. სკოლის პერსონალიდან მხოლოდ ერთი დოზით არის აცრილი 343.

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 70 000-მდეა. საქსტატის მონაცემებით, ექიმების რაოდენობა 2019 წელს 32 000-მდე იყო, ხოლო საექთნო პერსონალისა - 20 000-მდე.

შესაბამისად გამოდის, რომ 32 000 ექიმიდან ერთი დოზით აცრილი მხოლოდ მეხუთედია. ორმაგი დოზით კი მეცხრედი. უარესი მდგომარეობაა ამ მხრივ ექთნებთან დაკავშირებით.

დღის ამბები