05 აგვისტო 2021,   21:24
ვრცლად
რუსეთი არასდროს კარნახობს საკუთარ ნებას სხვა ქვეყნებს - პუტინის გამოსვლა უსაფრთხოების კონფერენციაზე

მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

ცოტახ ნის წინ სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არასდროს ავიწყდება პასუხისმგებლობა იმ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომელთანაც ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები გააჩნია.

ოკუპანტი ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდების გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს გლობალური და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში. მისი თქმით, ასევე რუსეთი არასდროს კარნახობს საკუთარ ნებას სხვა ქვეყნებს.

დღის ამბები