05 აგვისტო 2021,   22:24
ვრცლად
თუ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებთ, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, პარლამენტიდან გავალთ და "ოცნება" დარჩებით მარტო - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

მამუკა ხაზარაძე კი თავის მხრივ, ამ წინადადებას ულტიმატუმს უყენებს.

თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და "ქართული ოცნება" დარჩებით მარტო," - განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია.

"ჩვენ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ - არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც ერთი კაცის მიერ იმართება და არის პოლიტიზირებული. თავს არავის მოგატყუებინებთ. ჩვენი შვილები და მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. თუ ხელშეკრულების პატივისცემა და შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები