05 აგვისტო 2021,   21:37
ვრცლად
ქურდებმა ფერმერს 800 კილოგრამი ნაკელი მოპარეს - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

ინდოეთის სოფელ დჰურენში პოლიციამ 800 კგ ნაკელის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა, ამის შესახებ გამოცემა The Hindu წერს.

9 ივნისის ღამეს უცნობმა პირებმა ფერმერს 800 კგ ნაკელი მოპარეს, რომლის ღირებულებაც 1600 რუპია იყო.

ნაკელის მეპატრონემ კამჰანზ სინგჰ კანუარმა პოლიციაში განცხადება 15 ივნისს შეიტანა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინდოეთში სახელმწიფო 1 კგ ძროხის ნაკელს 2 რუპიად ყიდულობს და მას ბიოჰუმუსის საწარმოებლად იყენებს.

დღის ამბები