05 აგვისტო 2021,   22:30
ვრცლად
რისთვის იხდის ბოდიშს ჯანდაცვის მინისტრი - მოქალაქეები კუთვნილ ვაქცინას რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე საათს ელოდნენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დილით ვაქცინაციაზე მისულ 30-მდე მოქალაქეს ლოდინის რეჟიმში ყოფნა გეგმური ნახევარი საათის ნაცვლად რამდენიმე საათი მოუწია.

როგორც აღმოჩნდა, ლოჯისტიკური პრობლემის გამო საავადმყოფოს, რომელიც ვაქცინაციაზეა პასუხისმგებელი, წამალი არ აღმოაჩნდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზის შესახებ გახდა ცნობილი, ვაქცინებით რესპუბლიკური საავადმყოფო ქუთაისიდან, გორიდან და მცხეთიდან მოამარაგეს. 

ჯანდაცვის სამინისტროში კი საგანგებო თათბირი ჩაინიშნა, სადაც მსგავსი ფაქტების გადაზღვევის საკითხზე იმსჯელეს.

"ასტრაზენეკას" დამატებით დოზებს ქვეყანა ერთ კვირაში ელოდება, თუმცა ვაქცინის რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

პასუხისმგებელი პირები კი ამბობენ, რომ მეორე ინექციის გარეშე არავინ დარჩება.

დღის ამბები