05 აგვისტო 2021,   22:38
ვრცლად
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას ზეიმობს - ერევნის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართება

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას ზეიმობს. რამდენიმე საათში ერევნის ცენტრში მმართველი გუნდის ლიდერი ამომრჩევლებს მიმართავს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ 53% აიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა კი -21.

"როგორც პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, საჭიროა შეიქმნას ეროვნული სოლიდარობის პლატფორმა, რათა ახლად არჩეულმა მთავრობამ შეძლოს შექმნას შრომისუნარიანი მექანიზმი სახელმწიფოს პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად გადასაჭრელად.

ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის, თუმცა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტია "მოქალაქეთა კავშირს" ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეუძლია მთავრობის ფორმირება. გადამწყვეტი კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც საზოგადოებამ მოგვცა, ყველა კითხვას პასუხობს,"-აცხადებს პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში ოვანეს პეტროსიანი.

 

დღის ამბები