05 აგვისტო 2021,   21:00
ვრცლად
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ცვლილებებს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში - მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტს ინიციატივა "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო. მისი განმარტებით, კანონპროექტი პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას, საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობასა და საპროცენტო განაკვეთის კლებას გულისხმობს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის ინიციატივა რეალობას აცდენილია.  

დღის ამბები