01 აგვისტო 2021,   17:37
ვრცლად
ორი წლის ბავშვი დიდი რაოდენობით კანაფის მიღების გამო სიკვდილს ებრძვის - ინციდენტი ირლანდიაში მოხდა

ორი წლის ბავშვი სიკვდილს მას შემდეგ ებრძვის, რაც დიდი რაოდენობით მარიხუანა საკვებად მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror აქვეყნებს.

ინციდენტი ირლანდიაში მოხდა. ბავშვი ბელფასტის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სხეულში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები იყო.

საქმესთან დაკავშირებით დაკავშირებულია 5 პირი, სამი მამაკაცი და ორი ქალი.
სახლის ჩხრეკის დროს, სადაც მცირეწლოვანი ცხოვრობდა, დიდი რაოდერნობით ნარკოტიკული ტაბლეტი, მედიკამენტი და ნარკოტიკებისთვის საჭირო სხვადასხვა ატრიბუტიკა ამოიღეს.

ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მართვით სუნთქვაზე მიერთების შემდეგ მისი მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება.

როგორც ირლანდიის პოლიცია იუწყება, ქვეყანაში გაზრდილია არასრულწლოვნებში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები.

დღის ამბები