01 აგვისტო 2021,   19:06
ვრცლად
37 წლის კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. სამკურნალოდ მას თურქეთში გამგზავრება უკვე მეორედ მოუხდა. ბოლო დღეების განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება ესაჭიროება.

კობა ალხაზაშვილი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს უკვე ნახევარი წელია ებრძვის. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონხის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი: GE73BG0000000161978923

TBC ბანკი: GE18TB7022745061100103

დღის ამბები