01 აგვისტო 2021,   18:34
ვრცლად
"მოდუნდი და გაიმარჯვე" - სამხრეთ კორეაში უჩვეულო კონკურსი ჩატარდა

სამხრეთ კორეაში კონკურსი Space Out Competition ჩატარდა, რომელზეც ყველაზე მოდუნებული ადამიანი აირჩიეს.

უჩვეულო შეჯიბრმა ადამიანებს შეახსენა, როგორი მნიშვნელოვანია სიმშვიდე და მოუწოდა დაბრუნებოდნენ ამ მდგომარეობას, კორონავირუსის პანდემიის ფონზე - წერს World of Buzz.

შეჯიბრი ტყეში, კუნძულ ჩეჯუდოზე გაიმართა. კონკურსის მონაწილეებს შესთავაზეს 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მოდუნებულიყვნენ. გამარჯვებული გახდებოდა ის, ვისაც ყველაზე  სტაბილური და დაბალი სიხშირის გულისცემა დაუფიქსირდებოდა. ამრიგად შეირჩა ყველაზე მოდუნებული ადამიანი, სტილისტი ქალაქ ჩეჯუდან, რომელიც  საათნახევრის განმავლობაში თითქმის არც შერხეულა.

"პანდემიით შეპყრობილ სამყაროს Space Out-ი სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახლებში ვიმყოფებით, დროს სტრესსა და შფოთვაზე ვხარჯავთ," - განაცხადა მხატვარმა ვუპს იანმა, რომელიც ამ კონკურსის ავტორია. პირველად აღნიშნული კონკურსი 2014 წელს ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეებმა აღიარეს, რომ 90 წუთიანი დასვენების შემდეგ თავი "განახლებულად" იგრძნეს. ლი ჯი ვონმა, 24 წლის სტუდენტმა აღნიშნა, რომ  პანდემიის დროს მას ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ცდილობდა და მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობისას მისცა თავს საშუალება, რომ ნამდვილად დაესვენა.

დღის ამბები