05 აგვისტო 2021,   22:46
ვრცლად
ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის გასვლით სხდომაზე წარადგინეს

სამ საათზე მეტია ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს.

ისინი პრემიერის მიერ ინიცირებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავენ. პრეზენტაცია უკვე ჰქონდა 3 უწყებას - ინფრასტრუქტურის, იუსტიციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"მაგისტრალური აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარება, მისი დიდი ნაწილის 2025 წლამდე დასრულება. წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილების დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, 4 საათში იქნება ჩასვლა შესაძლებელი. 2025 წლამდე, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლისთვის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ლიცენზირებული წყლით,"- აღნიშნავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

გეგმაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც:

"განვითარების 10 წლიანი გეგმა წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომაც, ვისაუბრეთ იმ მიმართულებაზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი პენიტენციური სისტემისა და სამართალშემოქმედების მიმართულებით,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

დღის ამბები