05 აგვისტო 2021,   20:49
ვრცლად
წნორში მცხოვრებ სომხიშვილებს საცხოვრებელი სახლი ნათესავმა დაუწვა - ოჯახი დახმარებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს

წნორში მცხოვრები სომხიშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამი დღის წინ, საცხოვრებელი სახლი ნათესავმა დაუწვათ, თუმცა სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს.

მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება, დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა. კაცი პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს. 5 სულიანი ოჯახი ახლა ნათესავთან ცხოვრობს. 

ოჯახის შიშს ისიც ამძაფრებს, რომ მამაკაცი მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც, პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები