05 აგვისტო 2021,   21:32
ვრცლად
სამტრედიაში დაპირისპირებისას მოკლულ მამაკაცს ქუთაისში ექსპერტიზა უტარდება - რა დეტალებზე საუბრობენ ახლობლები

სამტრედიაში დაპირისპირების დროს მოკლული მამაკაცის ცხედარი სახლში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. მას ექსპერტიზა ქუთაისში უტარდება.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარ დეტალებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, არც კონფლიქტის მიზეზი იციან და არც მონაწილე პირებს იცნობენ. ადგილობრივები 32 წლის გრიგოლ ხონელიძეს უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ის წარსულში ნასამართლევია.

არსებული ინფორმაციით, გუშინ მომხდარი დაპირისპირება წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ორმხრივი სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა. ერთი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მას სხეულზე ათამდე ჭრილობა აღენიშნებოდა.

დღის ამბები