01 აგვისტო 2021,   17:43
ვრცლად
შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ - 14 წლის ბიჭი წყალში ფოტოს გადაღებისას გადავარდა

შაორის ტბაში მოზარდს ეძებენ - 14 წლის ბიჭი ტბაში რამდენიმე საათის წინ ჩავარდა.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

მაშველები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები