26 სექტემბერი 2021,   01:37
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლუკა სირაძისა და ხორავას ქუჩის საქმეებთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა გამოძიების ხარვეზებზე ისაუბრა 

ომბუდსმენი პარლამენტშია. კანონმდებლები 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას იმ რეზონანსულ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის: შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლუკა სირაძისა და ხორავას ქუჩის საქმეები. 

ნინო ლომჯარიამ გამოძიების ხარვეზებზე ისაუბრა. 

"ჩვენ ანგარიშში განხილული გვაქვს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები, ასევე კვლავ მივუთითებთ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, სადაც მიგვაჩნია, რომ გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა. ამასთან, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სამსახურეობრივი შემოწმება პროკურატურაში კვლავ არ დასრულებულა. მიგვაჩნია, რომ არაეფექტური გამოძიების მაგალითს წარმოადგენს ლუკა სირაძის საქმე, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთებოდა, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებდეს,"- აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები