05 აგვისტო 2021,   22:31
ვრცლად
საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში არ უნდა ჩავერიოთ, ეს მათი პრეროგატივაა - ალუდა ღუდუშაური

ნინოწმინდის პანსიონატში გატარებულ ცვლილებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა საპატრიარქოს პრეროგატივაა და მასში ვერ ჩაერევიან.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს და ბოლო დროს პანსიონატში გახმაურებულ ინციდენტებს - მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, მისი ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

"საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ და მათ უნდა გადაწყვიტონ ვის დანიშნავენ, შესაბამისად, ამაზე იქით ჩვენ არ უნდა წავიდეთ. გამოძიების დაწყება უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ სწორედაც რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. თუმცა, გამოძიება შესაძლოა შეწყდეს ან გაგრძელდეს და სწორედ მან უნდა გასცეს კითხვებს პასუხი,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

ოპოზიცია კი კომპლექსური ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს და მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"არის ძალადობისა და გაუპატიურების სავარაუდო ფაქტები, თუმცა ხელისუფლება დუმს იმის გამო, რომ ეს დაწესებულება საპატრიარქოს ეკუთვნის. ეს ასე რომ არ იყოს, მგონია ხელისუფლება ხმას ამოიღებდა. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს თუ რა წერია კონსტიტუციაში," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები