05 აგვისტო 2021,   21:42
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 177 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 177 მილიონს გადააჭარბა. მონაცემების მატების გამო ინგლისში შეზღუდვების გაუქმება ერთი თვით გადაიდო.

ინფიცირების შემთხვევები მზარდია რუსეთშიც, რის გამოც სანქტ-პეტერბურგის სავაჭრო მოლებში კვების ობიექტები და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო სივრცეები დაიხურება.

სამედიცინო დაწესებულებების კოვიდ განყოფილებებში ადგილები აღარ არის და სამედიცინო რესურსების დეფიციტია ავღანეთში.

ჯანმო აცხადებს, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ დაპირებული 870 მილიონი დოზა ვაქცინის განაწილებისას პრიორიტეტი აფრიკის ქვეყნებს მიენიჭება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთში, რის გამოც ბევრ შტატში, მათ შორის დედაქალაქშიც სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ.

მიმდინარე კვირიდან ტურისტებს მიიღებენ ტაჯმაჰალში. ახლო მომავალში კი, პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებას გეგმავს გერმანია.

დღის ამბები