05 აგვისტო 2021,   21:58
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში გეების მიერ სისხლის დონაცია კანონით დაუშვეს - აქამდე ეს აკრძალული იყო

დიდ ბრიტანეთში გეების მიერ სისხლის დონაცია კანონით დაუშვეს. აქამდე ეს აკრძალული იყო. სისხლის ჩაბარება ეკრძალებოდათ მამაკაცებს, რომლებიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სქესობრივ კავშირში იყვნენ სხვა მამაკაცთან. 

პირველი გეი წყვილი, ოსკარი და ქსავიე, რომლებიც ბრიტანეთში სისხლის პირველი გეი დონორები გახდნენ, ამბობენ, რომ ამაყობენ ამ უფლებით. 

ახალი კანონის მიხედვით, ყველა დონორს სისხლის ჩაბარებისას ერთი და იგივე კითხვას დაუსვამენ, განურჩევლად მათი სქესისა და გენდერული კუთვნილებისა. 

კანონი ძალაშია ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში, სექტემბრიდან კი ის ჩრდილოეთ ირლანდიაშიც ამოქმედდება.

დღის ამბები