01 აგვისტო 2021,   16:58
ვრცლად
მარიამ კაპანაძის 14 წუთიან "მიტოვებულ სოფელს" ანესის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
ანესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალს წარმოადგენს, წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში ქართული ანიმაციაც მოხვდა. მარიამ კაპანაძის 14 წუთიან "მიტოვებულ სოფელს" სექცია პერსპექტივაში აჩვენებენ.
 
საქართველო, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია "საქანიმასთან" თანამშრობლობით, კინოფესტივალის კინობაზრობაზე ჩვენი ქვეყნის ვირტუალურ პავილიონსაც წარადგენს, რაც ქართველ ანიმატორებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტად გააცნონ ქვეყნის ამ სფეროში მომუშავე ადამიანები, დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები და ამ ძალიან საინტერესო ბაზარზე ქართული ანიმაციის უდიდესი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
 
დღის ამბები