01 აგვისტო 2021,   18:13
ვრცლად
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს

პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვეე გაიხსნა.

საინფორმაციო ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.

"სასიხარულოა, რომ ეტაპობრივად იხსნება ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვარი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავხსნათ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, რომლის უმთავრესი დატვირთვაა დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გაცემა ვიზიტორებისთვის, როგორც საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე, სხვადასხვა ტურისტულ ადგილებზე და ასევე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, იმ არსებულ რეგულაციებზე და უსაფრთხოების ნორმებზე, რაც მოქმედებს საქართველოში," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყარიაულმა. 

დღის ამბები