01 აგვისტო 2021,   17:12
ვრცლად
რა ჩაიწერება კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებით - ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასკვნით ეტაპამდე რამდენიმე წუთი დარჩა

რა ეწერება კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებით - სულ რამდენიმე წუთი დარჩა NATO-ს სამიტის დასკვნით ეტაპამდე ბრიუსელში. ალიანსის 30 წევრი ქვეყნის ლიდერები ჯერ კიდევ დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. ცოტა ხანში საბჭო შეხვედრას დაასრულებს და მედიასთან შემაჯამებელი დოკუმენტის შინაარსზე ალიანსის გენერალური მდივანი ისაუბრებს.  

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აღნიშნულ კომუნიკეში საუბარი იქნება საქართველოზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველასთვის საინტერესოა, რა ფორმულირებით იქნება ჩანაწერი გაკეთებული საქართველოსთან მიმართებით.

მანამდე კი, სანამ გაიმართებოდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დახურული სხდომა, იყო არაერთი ორმხრივი შეხვედრა და შეხვედრები ლიდერებს შორის სხვადასხვა ფორმატში.

მაგალითად, ლიეტუვის პრეზიდენტმა თავის "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის თავის კოლეგებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება და საინტერესოა ის, რომ მან აღნიშნა - ამერიკის პრეზიდენტთან საქართველოსა და უკრაინის საკითხი იყო განხილული.

დღის ამბები