01 აგვისტო 2021,   17:30
ვრცლად
Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

Sinovac-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ის ცნობით, Sinovac-ის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. Sinovac-ის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

საქართველოში Sinovac-ის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.

დღის ამბები