01 აგვისტო 2021,   17:21
ვრცლად
საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს

საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს. კულტურის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას, ხშირ შემთხვევაში, ირღვევა ჰონორარების განაწილების პრინციპი.

ხელოვანები ამბობენ, რომ საავტორო უფლებათა ასოციაცია არ თანამშრომლობს კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან, რაც პრობლემას ქმნის და ისინი კუთვნილ ჰონორარებს ვერ იღებენ.

კოლექტიურ მიმართვაზე ხელმომწერები მზად არიან პრობლემის განხილვაში ნებისმიერი ფორმით ჩაერთონ.

დღის ამბები