01 აგვისტო 2021,   17:57
ვრცლად
"მოსამართლე სხდომის დროს Facebook-ით ერთობოდა..." - რა მტკიცებულება აქვს მიხეილ კალანდიას ადვოკატს ნიკოლოზ მარსაგიშვილს წინააღმდეგ 

ზურაბ თოდუა ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ - ადვოკატი მოსამართლისთვის საქმიანობის დროებით შეჩერებას ითხოვს.

თოდუა ამტკიცებს, რომ მარსაგიშვილმა, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას განაჩენი ისე გამოუტანა, რომ მხარეებისთვის ყურადღებით არ მოუსმენია. მისი თქმით, მოსამართლე სხდომის დროს გამუდმებით მობილურ ტელეფონში იყურებოდა, რისი დამადასტურებელი მასალაც არსებობს. 

ადვოკატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარული კომისიისგან საბჭოს მდივნის, მარსაგიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას ითხოვს.

დღის ამბები