01 აგვისტო 2021,   16:56
ვრცლად
"უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო, უკრაინა ამ მიმართულებით ბევრად აქტიურია" - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას NATO-ს სამიტთან დაკავშირებით

ბრიუსელში დღეს დაგეგმილ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ ოპოზიციაშიც.

ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ თავიანთ გადაწყვეტილებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"მაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების იმედი, რომ შეფასებებიც იქნება მკაცრი და მხარდაჭერაც იქნება გამოცხადებული. უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო. ვხედავთ, რომ უკრაინა ამ მიმართულებით ბევრად აქტიურია, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო მკაცრები არიან უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ. ამასობაში კი, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე უკრაინის," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები