01 აგვისტო 2021,   17:18
ვრცლად
"მნიშვნელოვანია დაადასტურონ, რომ გაგრძელდება ღია კარის პოლიტიკა პარტნიორი ქვეყნების გასაწევრიანებლად" - მმართველ გუნდში NATO-ს მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ

ბრიუსელში დღეს დაგეგმილ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი მოლოდინები აქვთ მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ სამიტზე მიღებულ დასკვნით დოკუმენტში ჩაიწერება საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი.

"NATO-ს წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, რეგიონში უსაფრთხოების საკითხს და რა თქმა უნდა, ეს შესაბამისად, ასახული იქნება საბოლოო დოკუმენტში - კომუნიკეში.

მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება, და საქართველოსთან და უკარაინასთან თანამშრომლობას გააგრძელებს უფრო ინტენსიურად, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს პარტნიორი ქვეყნების გაწევრიანება," -  განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები