01 აგვისტო 2021,   18:15
ვრცლად
ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში მცხოვრები დევნილები სხვა შენობაში განსახლებას ითხოვენ

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მაცხოვრებელ დევნილებთან ერთად ბრიფინგი გამართა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა.

სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები ავარიული შენობიდან განსახლებას მოითხოვენ და მათ ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.

როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, დევნილთა სამინისტროსთან მას შესაბამისი კომუნიკაცია ჰქონდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დროულად მოაგვარონ იქ მცხოვრები ოჯახების პრობლემა, რადგან შენობაში ყოფნა მათი ჯანმრთელობისთვის უკვე საშიშია.

დღის ამბები