01 აგვისტო 2021,   18:05
ვრცლად
პანდემიის შემდეგ განახლებული ტოპ 5 ძვირადღირებული სასტუმრო, რომლებიც შეზღუდვებს დაგავიწყებთ, თუმცა თქვენს ბიუჯეტს დიდხანს ემახსოვრება

უკვე წელიწადზე მეტია, რაც დედამიწა პანდემიას ებრძვის. კარანტინმა და სახლში ყოფნამ კი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანზე ძალიან იმოქმედა.

ძალიან ბევრი ქვეყნის საზღვარი დღემდე ჩაკეტილია იმ მიზეზით, რომ მოსახლეობა "კოვიდ-19"-ის მეორე, მესამე ან მეოთხე ტალღას ებრძვის, აქედან გამომდინარე, მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა მასობრივი მოგზაურობებისთვის მზად არ არის ან ამის საშუალება სხვადასხვა ქვეყნის თავისებური რეგულაციების გამო არ ეძლევა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოიძებნება დედამიწაზე ადგილები, სადაც წყნარად შეძლებთ დასვენებასა და სილამაზით დატკბობას. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ხუთეულს, რომელიც არცთუ ბიუჯეტურია, თუმცა თუ გაგიმართლათ და იქ წასვლა შეძელით, პანდემიის ყველგვარი აკრძალვა და თავად პანდემიაც თქვენთნგან ძალიან შორს იქნება. 

ბრანდო - ფრანგული კუნძულები

No description available.


მარლონ ბრანდოს ელიტალური კუნძული ტაჰიტიდან 30 მილის მოშორებით მდებარეობს
ეს ადგილი ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი ფავორიტია. ლეონარდო დიკაპრიო, ბრედლი კუპერი და სხვა ცნობილი ადამიანები ხშირად სტუმრობენ კუნძულს. ბრანდო ასევე იმითაა ცნობილი, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სწორედ აქ გამოიქცა მემუარის დასაწერად თავისი ოფისიდან 2017 წელს. ხოლო კიმ კარდაშიანმა 2020 წლის ოქტომბერში თავისი მეორმოცე დაბადებისდღე აქ აღნიშნა.

 

სასტუმრო "ჩატეუ დუ გრანდ ლუცი" საფრანგეშის მორიგი მშვენებაა.

No description available.

ვინტაჟური გარემო ადგილს მეთვრამეტე საუკუნის ელფერს ანიჭებს. იგი პარიზიდან 55 წუთის სავალზეა, მაგრამ დამსვენებლებს იმის ასოციაცია უჩნდებათ, რომ სრულიად სხვა დამყაროში არიან.
ტბები, ბაღები. ანტიკური მეტხუთმეტე საუკუნის ავეჯი, კრისტალის ჭაღები კი კიდევ უფრო ღრმა წარსულში გადაგისვრით.
სასტუმროს შემოგარენში 80 აკრზე გაშენებული ლაბირინთია, ტბები, ვარდის პლანტაციები და აუზები ამ ადგილის კიდევ ერთ მშვენებას წარმოადგენს.
აქ ღამის გატარება 720 დოლარი ჯდება.


"სონევა ჯანი" - მალდივების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

No description available.


თუ თქვენს ოჯახთან ერთად დამღლელი კარანტინის შემდგომ დასვენება გსურთ, აუცილებლად ამ ადგილს უნდა ესტუმროთ. წყალზე გაშენებული ვილები და პერსონალური აუზები აქ თითქმის ყველა დამსვენებელს აქვს. ასევე სასრიალო, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ ოკეანეში აღმოჩნდებით.
აქ ასევე ნახავთ ობსერვატორიას, შოკოლადის ნაყინის ოთხას და წყალზე გაშენებულ კინოთეატრსაც კი. აქვე შეძლებთ ახლად დამზადებული ღვინის დაგემოვნებას.
ეს სასტუმრო საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს და აქ ღამის გათევა 3290 დოლარი დაგიჯდებათ.


"სიდნის გვირგვინი" სასტუმროა, რომელიც ეპიდპანდემიის ბობოქრობის დროს, 2020 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა.

No description available.

მისი აშენება და კეთილმოწყობა 1.7 მილიარდი დოლარი დაჯდა. ის ერთ-ერთი უთანამედროვესი ლუქსური სასტუმროა მსოფლიოში.
ექვს ვარსკვლავიანი სასტუმრო, რესტორან-ბარებით, უდიდესი აუზითა და 349 პენტთჰაუსით. იოგასა და მედიტაციისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი გექნებათ. ჰიდროთერაპია, საუნა და ნებისმიერი მასაჟი კი სასტუმროს მომსახურეობაში შედის.
აქ ღამის გათენება 850 დოლარიდან ზევით დაგიჯდებათ.

 

ჯექს ქემპი, აფრიკაში მდებარე ბოცვანა ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

No description available.

სასტუმრო 1993 წელს გაიხსნა და 2019 წელს რესტავრაციული სამუშაოების გამო დაიკეტა. ის ხელახლა 2021 წელს გაიხსნა. 10 ლუქსური პრენთჰაუსი და სხვადასხვა ვინტაჟური სახის ავეჯი საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
აქ დამსვენებლებს ხელი მიუწვდებათ ბიბლიოთეკებზე, საბილიარდო ოთახებზე, ჩაის წვეულებებსა და ბარებზე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ელიტალური ადგილია ოჯახებისთვის დასასვენებლად.
სასტუმროში ღამის გატარება 1450 დოლარი დაგიჯდებათ.

 

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები