01 აგვისტო 2021,   17:25
ვრცლად
ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ "არიოლი და რეშკამ" მორიგი გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა

ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ "არიოლი და რეშკა - სამყაროს საოცრებები" მორიგი გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა. გადამღები ჯგუფი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვია.

სცენარის მიხედვით, შოუს ერთ მონაწილეს ჯიბეში ბევრი ფული უდევს, მეორეს კი არა. ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში მოსახვედრად.

გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში მიმდინარეობდა, საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა საკუთარი თვითმფრინავით გაფრინდა, ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100$ შეხვდა, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით ჩავიდა.

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგზავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია," - განაცხადეს წამყვანებმა გადაცემის დასაწყისში.

დღის ამბები