14 ივნისი 2021,   11:06
ვრცლად
რა შეიძლება შეიცვალოს დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეში - გამოძიება გიორგი მენაბდის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკითხვას გეგმავს

რა შეიძლება შეიცვალოს დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეში?! გამოძიებამ საპატიმროში მყოფი მიხეილ კალანდია უნდა გამოკითხოს, თუმცა მსჯავრდებული თანამშრომლობას არ აპირებს.

ადვოკატი ვარაუდობს რომ საქმეში ახალი ბრალდებულის გიორგი მენაბდის საწინააღმდეგო ჩვენების სანაცვლოდ მათ საპროცესო შეთანხმება შესთავაზებენ. 15 ივნისს ასევე იწყება საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის განხილვა სადაც კალანდიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"გადაწყვეტილება დაკითხონ გიორგი კალანდია მოწმის სახით გიორგი მენაბდის საქმეზე პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან. ჩემი ღრმა რწმენით ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კალანდიას წინააღმდეგ შექმნილი გარემოებებით, მიიღოს მისგან საპროცესო შეთანხმების შეპირებით სასურველი  ჩვენებები, რათა დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი მენაბდის წინააღმდეგ,"- აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები