14 ივნისი 2021,   10:09
ვრცლად
დღეს პარლამენტი ამნისტიის ოპოზიციისეულ ვარიანტს უყრის კენჭს - რა მოლოდინები აქვთ კანონმდებლებს

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის რედაქციას უყრიან კენჭს. საპარლამენტო ოპოზიცია პროექტის საკუთარი ვერსიის უპირატესობას მეტ კონკრეტიკაში ხედავს.

შალვა შავგულიძის თქმით, მათი შეთავაზებაა, რომ ამნისტია შემოიფარგლოს მხოლოდ სამოხელეო დანაშაულებით და არ მოხდეს არაფორმალური თანამონაწილის ამნისტირება, რომელიც არაა სახელმწიფო მოხელე.

საპირისპიროს ამტკიცებს უმრავლესობა და ოპონენტების ვერსიის მხარდაჭერას არ აპირებენ. მათი თქმით, ქართული ოცნების ვერსია შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ზუსტად ასახავს.

დღის ამბები