14 ივნისი 2021,   09:39
ვრცლად
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან - ანდრია ჯაღმაიძე​

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, პირად სოციალურ ქსელში, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს მიზანმიმართული შტურმია, რომელიც ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული. 

"ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში,"- წერს ანდრია ჯაღმაიძე

დღის ამბები